„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დაესწრებიან, თუ ვიდეოგადაღების უფლება ექნებათ

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს და გუბერნატორებს შეხვდებიან, რომლებიც ქუთაისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით იმყოფებიან.

როგორც "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ისინი დიალოგისთვის მზად არიან.

„მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ 24/7-ზე რეჟიმში, არავისთან საუბრის და შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს. სასურველი იყო, როცა ასეთი ტიპის შეხვედრა იგეგმება დროულად გაგვაგებინონ, 5 წუთით ადრე შემთხვევით ვებ -გვერდიდან არ უნდა გავიგოთ. რადგან საპატრიარქოდან გაკეთდა მხარეების მისამართით მოწოდება, რომ კიდევ ერთხელ შედგეს დიალოგი, ეს მნიშვნელოვანია, მივესალმებით საპატრიარქოს ამ განცხადებას. ვაპირებთ ქუთაისში დავიძრათ, მუნიციპალიტეტის შენობასთან და შევხვდეთ მათ“,- აცხადებს გოლეთიანი.

როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე მაღალი ინტერესია, აქციის მონაწილეები ითხოვენ შეხვედრას საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი.

„ჩვენ იმ შემთხვევაში არ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუ ჩვენი სატელეფონო საშუალებით ვიდეო გადაღების უფლება მინიმუმ არ მოგვეცემა, რათა დაზღვეული ვიყოთ შემდგომი სპეკულაციებისგან. სასურველია პირდაპირში ადევნოს საზოგადოებამ თვალი“, - აცხადებას გოლეთიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი იმყოფებიან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს