ლერი ბარნაბიშვილი - გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს

გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან. მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩამოვიდნენ პარლამენტის დეპუტატებიც.

„აღნიშნულ შეხვედრაზე გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან. მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები. ჩამოსული ვართ მე, ჩემი ორი გუბერნატორი იმერეთის მხარის და რაჭა-ლეჩხუმის, ასევე ჩამოსული არიან პარლამენტის დეპუტატები“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

რაც შეეხება "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეების მოთხოვნას, რომ შეხვედრისას ვიდეოგადაღების უფლებით ისარგებლონ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი ჭიჭინაძე დასძენს, მისთვის აღნიშნული საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს.

„ რა პრობლემა უნდა იყოს? რა გვაქვს ჩვენ დასამალი? საიდუმლო მოლაპარაკება არ არის, საერთო საქმეზე უნდა ვიმსჯელოთ“,- აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დაესწრებიან, თუ ვიდეოგადაღების უფლება ექნებათ. მათი ნაწილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა