სოზარ სუბარი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებთან შეხვედრაზე - შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე, რომ წითელი ხაზების გარეშე ვილაპარაკებთ - ყველა კითხვას პუნქტ-პუნქტად გავივლით

ცოტა დამღლელი, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო - დიალოგის დროს ყველა კითხვას პუნქტ-პუნქტად გავივლით, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წითელი ხაზების გარეშე ილაპარაკებენ.

„ცოტა დამღლელი, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ბუნებრივია, ყველა საკითხზე პასუხი დღეს ვერ გვექნებოდა, თუმცა დიალოგის გაგრძელებაზე შევთანხმდით. შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვილაპარაკებთ. ხელისუფლებაშიც, მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული ამ ჰესის საჭიროებაში, ასევე მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს. ამიტომაც დიალოგის დროს ყველა კითხვას პუნქტ-პუნქტად გავივლით. ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში, ან ჩვენ დავრწმუნდებით“, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

ცნობისთვის, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს