ლერი ბარნაბიშვილი - აქციის მონაწილეების ყველა კითხვას და წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან - აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში მიიღებენ პასუხს

მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების ინტერსი და ყველა კითხვა დაკმაყოფილებული იქნება.

"დღეს შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს, ჩვენსა და პარლამენტის წევრებს შორის. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო საკითხები, რაც აწუხებთ მათ. ეს არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ მათი ინტერსი, მათი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან. ასევე ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება და თანხმობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში. ასევე ამომწურავი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რაც მათ დააყენეს. მათი მხრიდან იყო კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც საჭიროებენ ჩამოყალიბებას და მე მათ აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში შეთანხმების შემდეგ ისინი მიიღებენ პასუხს", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ