„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, Fitch Ratings-ის შეფასებით, „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან, გაუმჯობესდა BB+ დონემდე. საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, სტაბილურიდან შემცირდა ნეგატიურზე, საქართველოს სუვერენული რეიტინგის “BB”-ის მსგავსად.

Fitch-ის აზრით, ბანკის რეიტინგის მაჩვენებლის გაუმჯობესება BB+ დონემდე განპირობებულია „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ სიძლიერესა და სტაბილურობაზე, რომლის შვილობილ ორგანიზაციასაც წარმოადგენს „ხალიკ ბანკი საქართველო“. Fitch-ი ადასტურებს რომ „ხალიკ ბანკი საქართველო“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შვილობილი ორგანიზაციაა ხალიკ ჯგუფისთვის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიური წლისა და გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა, თავად „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ რეიტინგიც გაუმჯობესდა BBB- დონემდე, სარეიტინგო მოლოდინით - “სტაბილური”. აღნიშნული რეიტინგი წარმოადგენს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ყაზახეთის ისტორიაში და ასევე არის საუკეთესო ხალიკ ჯგუფის არსებობის ისტორიაშიც. „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, რუსეთისა და საქართველოს საფინანსო ბაზრებზე.

„ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ ყაზახეთის საფინანსო ბაზრის უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 97 წელზე მეტს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კი „ხალიკ ბანკი საქართველო“ 2008 წლიდან არის წარმოდგენილი, როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც სთავაზობს კორპორატიულ, მცირე და საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს.

(R)

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა