შუახევის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი და 16 სული პირუტყვი დაიწვა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გვიან მივიდა.

მათივე თქმით, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამივე სახლი ტარიელაძეების ეკუთვნოდა.

"ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შემდეგ გავრცელდა მეზობელ სახლებზე, ასევე დაიწვა ბოსლები, სადაც პირუტყვი იყო", - აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც „ინტრპრესნიუსს“ შუახევის მერიაში განუცხადეს, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი და დროებით ქირით იცხოვრებენ.

„ტარიელაძეების ოჯახები ქირითი გავიყვანეთ, შემდეგ შუახევის მერიაში შესაბამისი კომისია იმსჯლებს და აუცილებლად გავუწევთ დახმარებას. ძალიან შორს არის ეს სოფელი, ხის სახლები იყო და სწრაფად დაიწვა. არავინ დაშავებულა", - აცხადებენ მერიაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექვსი ბრიგადად მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა