ბათუმთან ახლოს ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება

ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარამენტიდან აცნობეს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალი ველობილიკების მონიშვნას ბათუმიდან 20 წუთის სავალზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გეგმავს.

მათივე ცნობით, ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას მისცემს ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბნენ.

„ავგია-კვარიათის“ 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები იშლება. რაც შეეხეა, მეორე „ავგია-ჭარნალის“ ველომარშრუტს ის ავგიიდან ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი, სოფელ ჭარნალში სრულდება. სოფელში მრავლადაა კვების ობიექტები და ღვინის მარანი, რაც მოგზაურებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ველომარშრუტების მარკირებას ზაფხულის დასაწყისისთვის დაასრულებს. ამავე პერიოდისთვის იგეგმება ქედა-შუახევის დამაკავშირებელი საველოსიპედე-საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. შედეგად, ზაფხულში რეგიონის სტუმრებს 3 ახალ ველომარშრუტზე შეეძლებათ მოგზაურობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა