„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული აქტივისტის გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხი იხილება. როგორც ადვოკატმა განმარტა, ინფორმაცია აქვს, რომ ბრალდება განიხილავს როგორც პატიმრობას, ასევე საპატიმრო გირაოს გამოყენებას და ამ ეტაპზე, ორივე აღკვეთის ღონისძიების დასაბუთებას ფიქრობს, თუმცა, კანონი ავალდებულებს, რომ აქედან ერთი უნდა შეარჩიოს.

ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, პოლიციელების მიერ მუმლაძის საქმეზე მიცემული ჩვენება სანდო არ არის. შესაბამისად, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ გიორგი მუმლაძე დღეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალის შესახებ დადგენილება ტყუილს ეფუძნება და მუმლაძის მიმართ არაპროპორციული ძალაა გამოყენებული.

"ჩვენ, სისხლის სამართლის საქმეში მოვიპოვეთ ისეთი მტკიცებულებები,რომელიც პოლიციელების ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ასევე ეს მტკიცებულებები მოპოვებული აქვს ბრალდების მხარესაც, რაც არის ვიდეოკამერების ჩანაწერი და რომელიც ყველაზე უტყუარია. იქ ჩანს, რომ გიორგი მუმლაძე ხელს არავის უქნევს, რამდენიმე პოლიციელი კი ამბობს, რომ მუმლაძე ხელს იქნევდა და სახეში მოარტყა, რაც არის ტყუილი",- განაცხადა ჩომახაშვილმა.

აქტივისტის მეუღლის ლელა რობაქიძის განცხადებით, გიორგი მუმლაძეს სრულიად აბსურდული ბრალდება წაუყენეს.

"როგორც ვიცით, პროკურატურა გიორაოს ითხოვს. თანხა ჯერ დაზუსტებული არ არის. გიორგის მხარდასაჭერად ანგარიში შეიქმნა, ის მას შემდეგ გასაჯაროვდება, როდესაც გვეცოდინება, რა ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო. ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ ანგარიშის ნომერს, რითაც თანხას შევუგროვებთ გიორგის", - აცხადებს ლელა რობაქიძე.

შეგახსენებთ, გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს. შსს-ს ინფორმაციით, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა