30.06.2025 / 09:10
თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დეტალურ რეკომენდაციებზე მუშაობა მომდევნო კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ეპიდრისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს.

„საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი „სინოფარმის“ ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ იწყება „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მაშინ, როდესაც ამ ვაქცინას ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. გაბუნიას თქმით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მლნ დოზაა გაცემული. „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტინად მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს 55 წელს ზემოთ, აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება, თუ აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოს და ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყება მაისის დასაწყისიდან“,- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: ახალი გადაწყვეტილება, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ მიიღო

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე