იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან, სადაც გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული 6 პირის ახლობლები შეიკრიბნენ, ხმაურია

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან, სადაც გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები შეიკრიბნენ, ხმაურია.

ისინი ექვსი ადამიანის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აჭარიდან ჩასულ ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყვეს.

როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, მათ ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. დალი სულაქველიძის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ. ასევე განმარტავს, რომ გავრცელებულ კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები საერთოდ არ ჩანან. პოლიციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი