იმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება სამხარეო პოლიციის ეზოდან ავტომობილების გამოსვლას მოჰყვა. დაკავებული მოჭიდავეების წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლებმა სამართალდამცველებს გადაადგილების უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანა სამართალდამცავებმა სცადეს. დაკავებულების ახლობლების თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე უდანაშაულო დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსკენ გადაინაცვლეს მსვლელობით, სადაც 17.00 საათზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა