აკაკი მინაშვილი - ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა - 2 მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება - პოლიტიკურად დევნილებსა და ვადამდელ არჩევნებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მაშინ შედგება, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგია.

„ვიდრე ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია.

თალაკვაძის ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა, კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. 2 მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება - პოლიტიკურად დევნილებსა და ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს“, - აცხადებს მინაშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მზაობას, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, განიხილონ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, მინაშვილი დასძენს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია.

„ესეც ჩვენი პარტნიორების ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია. გახსოვთ, 2 კვირის წინანდელი პოზიცია, რაიმე სახით ვადამდელი არჩევნების სიტყვების გაგონებაზე „ქართული ოცნება“ რადიკალური ხდებოდა, ახლა ეს ვითარება შეიცვალა.

ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა თავისი არსით არასწორია. განსხვავებული არჩევნებია, განსხვავებული პრინციპის არჩევნები, ამიტომ ეს მიუღებელია“,- აცხადებს მინაშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ