არსებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს