ფოთში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს და ჰესის მოწინააღმდეგეებს  სოლიდარობა გამოუცხადეს

„არა ნამოხვანჰესს“ ,,ქართული მიწა არ იყიდება“- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში აქცია გაიმართა. შეკრებილებმა რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს და ჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებს და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს.

„ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც რიონის ხეობაში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას. კონკრეტულად ჩვენი მიზანი არ არის, რომ არ აშენდეს, იმიტომ, რომ კომპეტენტური არ ვართ ამ საკითხში, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. უბრალოდ, დამაფიქრებელია პროექტი, რომელსაც ბევრის საფრთხე ახლავს და ვაპროტესტებთ. გვინდა მოვუწოდოთ ყველა რეგიონს, სადაც მდინარე რიონი ჩამოედინება, გააპროტესტონ მშვიდობიანი ფორმით“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჭანტურიამ.

აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით მსვლელობაც მოაწყეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს