გოგი მეშველიანი ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში ახალგაზრდა ინვესტორს შეხვდა

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისის თავმჯდომარე, დავით ჯაფარიძესთან ერთად სამაჟორიტარო ბიუროში სოფელ ტალავერში მცხოვრებ ახალგაზრდას ხაიალ გუსეინოვს შეხვდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხაიალ გუსეინოვმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი სურვილი გააცნო, კერძოდ, უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის დახმარებით სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

როგორც მეშველიანი განმარტავს, მაქსიმალურად ეცდებიან ხაიალ გუსეინოვს თანადგომა გამოუცხადონ.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადამიანებს რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი თემის განვითარებაში. რა თქმა უნდა ჩვენის მხრივ მაქსიმალურად შევეცდებით თანადგომა გამოვუცხადოთ”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა