რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა

პროექტ “ეკო რუსთავის” ფარგლებში, რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, “ეკოკლუბის” აქტიურმა წევრებმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი ხელისუფლების, ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და “რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა, დღეს მწვანე ნარგავები, ქალაქის #31 ბაგა-ბაღის ეზოში, ბავშვებთან ერთად დარგეს.

„ეკო რუსთავი“ არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ჩვენი საერთო ინიციატივაა და მას „რუსთავსერვის ცენტრი“ ახორციელებს. რუსთაველები, ამ პროექტში ეკომოხალისეების სახით ვართ გაერთიანებულები, თუმცა ადამიანები, რომლებიც არ არიან რუსთაველები, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ ჩაერთონ, წევრიანდებიან როგორც ჩვენი ქალაქის ეკომეგობრები. თითქმის ყოველი შაბათი და კვირა რუსთავი დატვირთულია მწვანე აქციებით. მე, როგორც ეკომოხალისე, რა თქმა უნდა, აქტიურად ვარ ჩართული ყველა აქციაში. მინდა ავღნიშნო, რომ რუსთავში არსებული საბავშვო ბაღების ტერიტორიები საკმაოდ გაუმწვანებელია და სწორედ ამიტომ შეირჩა დღეს, ერთ-ერთი ბაღი აქციისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ყველა უბანში არსებული საბავშვო ბაღების ტერიტორიები იყოს მწვანე, იყოს რაც შეიძლება მეტი ხე, რადგან, სწორედ აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში, სუფთა ჰაერი და ბევრი ლამაზი სივრცე. ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქალაქს მეტი გამწვანება, მეტი რეკრეაცია. იცით, რომ კანონი მივიღეთ, მაგრამ კანონთან ერთად, ჩვენი ქმედებები, ჩვენი აქტივობა იქნება უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის გამწვანების აქციებში ყველა სექტორისა და ასაკის რუსთაველი ჩაერთოს, იმისათვის, რომ უახლოეს წლებში, რუსთავი ერთ-ერთ მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად გადაიქცეს.

„ეკო რუსთავი“ არ წყვეტს გამწვანების აქციებს. ამ პროექტის ფარგლებში განსაზღვრული აქვს სამოქალაქო სექტორს, ასევე მუნიციპალიტეტს, ეკოაქტივისტებს, რომ ქალაქის ყველა ადგილზე, ყველა სექტორში მივიდნენ და განახორციელონ გამწვანების აქცია. დღეს 31-ე საბავშვო ბაღში ბავშვებთან ერთად დავრგეთ ნერგები. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ვნახავთ გამწვანებულ დიდ სივრცეს ამ ბაღში და არა მხოლოდ აქ, მთელი რუსთავი გახდება ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი“ , - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს