დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. მათ ენგურის კაშხალი, სადაწნეო გვირაბი, მთავარი გამყვანი არხი, ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები დაათვალიერეს, რომლებზეც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მთლიანად 48 მლნ ევროს ღირებულების სამუშაოები შესრულდა და ჰესი მაისში სრული სიმძლავრით ამუშავდება.

დარგობრიბვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკის განვითარებისათვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მდგენელია ენერგოდამოუკიდებლობა და სწორედ ენგურჰესისნაირი ჰესები მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ შევძლოთ შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატებთან ერთად ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო