რუსთაველის თეატრთან, მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის თეატრთან, სადაც დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდიას” წევრები აქციას მართავენ, თეატრის მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსახიობი გოგა ბარბაქაძის განმარტებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა. მისივე თქმით, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა უკვე გააკეთა.

,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილის ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას. რობერტ სტურუას ბესო ზანგურისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია და არ გაუმართლებია მისი საქციელი, ბატონმა რობერტმა თქვა, რომ თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, რატომ დავსაჯოთ ადამიანი. ამაზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე. სანამ ეს აქცია დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ რობერტ სტურუა არის ბოროტება, შეურაცხყოფას აყენებს ქალებს და ამცირებს. თუ რეპეტიციაზე ნამყოფი არ არიან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? თეატრში 61 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ არაფერს არ ამბობს და ეს არაფერს არ ნიშნავს?”, - აღნიშნა გოგა ბარბაქაძემ.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის თეატრთან, სადაც მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა