სემეკის თავმჯდომარე და წევრები „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. „ენგურჰესის“ წარმომადგენლების მხრიდან მოისმინეს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი.

ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სემეკის წარმომადგენლებთან ერთად „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი.

„ენგურჰესზე წარმატებით მიმდინარეობს სამუშაოები. ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სადერივაციო გვირაბის რემონტს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად, რის შედეგადაც „ენგურჰესი“ წელიწადში დამატებით 120 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, „ენგურჰესი“ მიმდინარე წლის 20 იანვარს, 3 თვით გაჩერდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ