ცოტნე ანანიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას და სოფელ ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ორივე მიმართულებით ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.

ამ ეტაპზე ადგილზე ხელოვნურ ნაგებობებსა და მიწის ვაკისს აწყობენ.

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს