ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, „ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მაგრამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს კიდევ ერთი საკითხი დაუმატა.

თუ მანამდე „ქართული ოცნება“ კატეგორიულ უარს ამბობდა რამე ფორმით განეხილა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ახლა უკვე ვიცით, რომ მმართველი გუნდი მზადაა ადგილობრივ არჩევნებზე თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო ხმათა 40%, დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

ოპოზიციისა და დამკვირვებელთა ნაწილი ამ საკითხში სახელისუფლებო გუნდში ცვლილებას აშშ-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტს უკავშირებს. თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას და თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას ჩვენმა პარტნიორებმა აიძულეს?

- დასავლელმა პარტნიორებმა აიძულეს და დაითანხმეს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები, ამაზე დაუსრულებელი მსჯელობა და ამით მანიპულირება ეხლა უკვე კონტრპროდუქტიულია და საფუძველს მოკლებულიც. მთავარია ის რომ ყინული დაიძრა და პირველი შედეგი სახეზე გვაქვს.

მმართველმა გუნდმა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები აკისრებდნენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას სიტუაციის განმუხტვის და კომპრომისების კუთხით, პირველი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და შეთანხმებამდე მისასვლელი გზის ის ნაწილი, რაც მას უნდა გაევლო, მან გაიარა.

მმართველმა გუნდმა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები აკისრებდნენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას სიტუაციის განმუხტვის და კომპრომისების კუთხით, პირველი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და შეთანხმებამდე მისასვლელი გზის ის ნაწილი, რაც მას უნდა გაევლო, გაიარა

ევროკავშირის მედიატორის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელისუფლების ხელმოწერა უკვე არის. ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა გაიაროს შეთანხმებისკენ მისასვლელი გზის მისი ნაწილი. თუმცა, სამწუხაროდ, მათი პირველი რეაქციებიდან გამომდინარე, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს.

ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა გაიაროს შეთანხმებისკენ მისასვლელი გზის მისი ნაწილი. თუმცა, სამწუხაროდ, მათი პირველი რეაქციებიდან გამომდინარე, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს

- ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც აქამდეც უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე, უკვე განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი კარგია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიციამაც მოაწეროს ხელი დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

ჩვენ ოპოზიციის თემას აუცილებლად დავუბრუნდებით. მანამდე კი მინდა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებული თემები ამოვწუროთ.

როცა ვიცით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა მაქსიმუმ 30-40% შორის მერყეობს, ასეა არა მარტო ჩვენთან, არამედ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც, სავარაუდოდ, რატომ ჩათვალა მმართველმა გუნდმა, რომ საკუთარი თავისთვის ადგილობრივ არჩევნებზე 40% ზღვარი თავადვე დაეწესებინა?

- შესაძლოა, მმართველი პარტია ხელმძღვანელობდა თვითმმართველობის არჩევნებზე მისი მოსალოდნელი ელექტორალური მხარდაჭერის საკუთარი გათვლებით, ან იმ 40% „ჩამკეტის“ პრინციპით, რაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ასევე „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ცდილობს, რომ სწორედ ეს 40% „ჩამკეტი“ წარმოაჩინოს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ კომპრომისულ ვარიანტად და იმის ალტერნატივად, რასაც ოპოზიცია ასე უკომპრომისოდ ითხოვს - პლებისციტს ან პირდაპირ ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმებას.

ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ცდილობს, რომ სწორედ ეს 40% „ჩამკეტი“ წარმოაჩინოს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ კომპრომისულ ვარიანტად და იმის ალტერნატივად, რასაც ოპოზიცია ასე უკომპრომისოდ ითხოვს - პლებისციტს ან პირდაპირ ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმებას

მათი ეს ხისტი მოთხოვნა კი ვფიქრობ უსაფუძვლოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიარა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების საკითხი რეფერენდუმზე გავიდოდა, შემოდგომისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იქნებოდა.

ყოველ შემთხვევაში ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარს გამოკითხულთა 45% უჭერდა მხარს და ამდენივე წინააღმდეგი იყო. იმის ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ჯერ ამ პარტიის დამფუძნებელმა ივანიშვილმა, შემდეგ პრემიერმა გახარიამ დატოვეს, ამ უკანასკნელმა რამოდენიმე დღის წინ კი ახალი პარტიის დაფუძნების შესახებაც განაცხადა.

ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვის ქვეშაა იმის გამო, რომ ამომრჩევლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ ხმა სწორედ ივანიშვილისა და გახარიას გამო მისცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

თუ ხელისუფლებას, ისევე როგორც ოპოზიციას მართლაც სურთ მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების გაგება, თქვენი აზრით, მართლაც უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა ვადამდელი არჩევნების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება?

ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებს ინტრიგა მეტი ექნებოდა და ამომრჩევლის აქტივობაც საკმაოდ მაღალი იქნებოდა...

- იმისათვის რომ რეფერენდუმი დაინიშნოს, მაშინ შესაბამისი ორგანული კანონიდან უნდა ამოვიღოთ ის მუხლი, რომლის თანახმადაც რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მეორე მხრივ, რატომ უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი ვადამდელ არჩევნებზე მხოლოდ და მხოლოდ IRI-ს გამოკითვაზე დაყრდნობით? ან რა სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი აქვს ვადამდელ არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარებას საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შემდეგ?

იმისათვის რომ რეფერენდუმი დაინიშნოს, მაშინ შესაბამისი ორგანული კანონიდან უნდა ამოვიღოთ ის მუხლი, რომლის თანახმადაც რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... ან რა სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი აქვს ვადამდელ არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარებას საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შემდეგ?

პოლიტიკური პარტიები საზოგადოების მათდამი დამოკიდებულებას იგებენ კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარებული არჩევნების დროს, ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც არსებობს კრიზისული სიტუაციები, როდესაც ხელახალი არჩევნები გარდუვალი ხდება.

ჩვენთან, არჩევნებზე საკუთარი შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებით და საპროტესტო აქციებით სრულიად ხელოვნურად ცდილობს კრიზისის შექმნას და ვფიქრობ ამას უკვე მკაფიოდ ხედავენ დასავლეთშიც, იქიდან მომდინარე განცხადებების შინაარსსა და პათოსს თუ გავეცნობით.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რთულია რაიმე ობიექტური მეთოდებით დაადგინო რა წილი მიუძღვით გახარიას და ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, თუმცა არავინ აყენებს ეჭვქვეშ მათ მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში.

ამავე დროს, არ მახსენდება პრეცედენტი სხვა დემოკრატიებში, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის თავმჯდომარის და საარჩევნო სიის პირველი ნომრის წასვლით, მთელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დგებოდეს ეჭვის ქვეშ და რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა იყოს, როგორც ამას აქაური ოპოზიცია მიიჩნევს.

არ მახსენდება პრეცედენტი სხვა დემოკრატიებში, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის თავმჯდომარის და საარჩევნო სიის პირველი ნომრის წასვლით, მთელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დგებოდეს ეჭვის ქვეშ და რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა იყოს, როგორც ამას აქაური ოპოზიცია მიიჩნევს

არცერთ დასავლელ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს, მათ შორის „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილთ, ასეთი მოსაზრება არ გამოუთქვამს.

- თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40%-მა მიიღო, რა გამოვა - არჩევნებში მონაწილეთა 40%-დან თუ 40%-მა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას ექნება იმის მტკიცების საშუალება, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს?

- რამდენადაც მე გავიგე ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე, აქ საუბარია 40% ჩამკეტზე მმართველი გუნდისათვის და ეს არის ის კომპრომისული გზა, რომელიც ხელისუფლებას ესახება კონფლიქტის განსამუხტავად და ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

შეთანხმების მიღწევა და კომპრომისი ხომ არ ნიშნავს, იმას, რომ ერთმა მხარემ მიიღოს ყველაფერი რასაც ითხოვს, მეორემ კი არაფერი. შეთანხმების მიღწევის ეს ანაბანა შესაბამის ლიტერატურაშია გაწერილი.

- ამ თემაზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ ახლა ოპოზიციაც ითხოვს დანიელსონის შემუშავებულ დოკუმენტში კორექტივების შეტანას. არა მარტო რეფერენდუმის საკითხის დაფიქსირებას, არამედ მათი მტკიცებით პოლიტიკური მოტივით დაკავებული მელიასა და რურუას გათავისუფლების ვადების განსაზღვარას.

ხელისუფლების ნაბიჯზე უკვე მოვისმინეთ ბრიუსელიდან შეფასებები და ასევე მოწოდებები რომ ახლა ანალოგიური ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს სტაბილური ხელისუფლება.

ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიცია შეეცდება დანიელსონის დოკუმენტში იმ წინადადებების დაფიქსირებას, რომელსაც ისინი დიდი ხანია საუბრობენ. თქვენი დაკვირვებით რამდენად შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას ამ თემებში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი?

- სწორედ ამაზე ვსაუბრობდი წინა კითხვაზე პასუხში, რომ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია და სურს, რომ ხელისუფლებაც და საერთაშორისო პარტნიორებიც ოპოზიციის დღის წესრიგით უნდა მოქმედებდნენ, ანუ საკუთარი დღის წესრიგი მიაჩნიათ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად. მათი ასეთი დამოკიდებულება კი სულ უფრო გაუგებარი და მიუღებელი ხდება დასავლეთში.

როგორც ჩანს, ოპოზიციაში ჩათვალეს, რომ თუკი ევროპა და აშშ „ქართულ ოცნებაზე,“ როგორც ხელისუფლებაზე, ზემოქმედებას ახდენენ კომპრომისის მისაღწევად, ამით ოპოზიციას აძლიერებენ. ჩემი აზრით, ეს მცდარი მოსაზრებაა.

დასავლეთს სურს, რომ საქართველოში დღეს არსებული კონფრონტაცია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს, რისი რისკიც არსებობს და ქვეყანა განვითარების გზას არ ასცდეს და ამით რუსეთის ინტერესებს არ შეეწყოს ხელი. დანიელსონი ტყუილად კი არ მიანიშნებდა ამაზე ოპოზიციას.

დასავლეთს სურს, რომ საქართველოში დღეს არსებული კონფრონტაცია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს, რის რისკიც არსებობს და ქვეყანა განვითარების გზას არ ასცდეს და ამით რუსეთის ინტერესებს არ შეეწყოს ხელი. დანიელსონი ტყუილად კი არ მიანიშნებდა ამაზე ოპოზიციას

ოპოზიციის მხრიდან დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნებოდა. ამ შემთხვევაში ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ჩემი აზრით, ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერზე ბოლო განცხადებაში ცალსახად წერია, რომ კომპრომისი უნდა იყოს როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია კი კომპრომისზე წასვლას, როგორც უკვე აღვნიშნე, არ აპირებს და როგორც ჩანს, მთელ იმედებს 15 მაისის აქციაზე ამყარებს, რომ დასავლეთს დაანახონ, თითქოს ძლიერი და მასობრივი სახალხო მხარდაჭერა გააჩნიათ და ამით შეეცადონ მათი მიზნების რეალიზებას.

- სავარუდოდ რა სურათი შეიძლება მივიღოთ, თუ ამ შემთხვევაშიც ვერ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმება?

- სურათი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანად უარს იტყვის დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე, თუ ცალკეული პარტიები მაინც მოაწერენ ხელს.

თუ რამდენიმე პარტიამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, მაშინ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის მარგინალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, შემცირდება მათი ელექტორალური წონა, მათი როგორც პოლიტიკური მოთამაშის გავლენა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე შედეგებით.

თუ რამდენიმე პარტიამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, მაშინ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის მარგინალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, შემცირდება მათი ელექტორალური წონა, მათი როგორც პოლიტიკური მოთამაშის გავლენა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე შედეგებით

შეთანხმების გაუფორმებლობა ნიშნავს ქუჩის აქციების გაგრძელებას, საზოგადოებაში კონფრონტაციის მუხტის კიდევ უფრო გაღვივებას და სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივას, ყველა თანმდევი შედეგით, თუ ამას დავუმატებთ გართულებულ პანდემიურ სიტუაციას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. ჯერჯერობით გაერთიანებაში შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა პოზიციები არ იძლევა იმედს, რომ ისინი შეთანხმებას გააფორმებენ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს შესაძლოა აღარც აინტერესებს შეთანხმების მიღწევა და მთელი მათი ძალისხმევა ეხლა ქუჩის აქციებით და რევოლუციის გზით ხელისუფლების დაუფლებაზეა მიმართული.

- უკრაინა-რუსეთის საღვარზე დაძაბულობა არა თუ იკლებს, პირიქით, მატულობს. მას შემდეგ, რაც პუტინმა ბირთვული იარაღი ააჟღარუნა, ამის შესახებ ინფორმაცია მიიღო აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა, მისი ინიციატივით შედგა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან.

პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრამ ცხადყო, რომ კიევი არაფრის დათმობას არ აპირებს.

ისეთი პირი უჩანს, ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალია. სხვადასხვა ვადები სახელდება. აშშ უკრაინას კი ეხმარება, მაგრამ ცხადია ისიც, რომ უკრაინელების ნაცვლად არავინ აპირებს რუსეთთან ომში მონაწილეობას. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უკრაინასა და რუსეთს შორის?

- რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეირაღებული ძალები შეეცდებიან დონბასის სეპარატისტულ რეგიონებზე კონსტიტუციური წესრიგის და უკრაინის იურისდიქციის აღდგენას.

ამ შემთხვევაში მინსკის შეთანხმებები, რომლის ერთ ერთი გარანტიც არის რუსეთი, ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდება, და ეს მოსკოვისათვის მძიმე პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იქნება. გარდა ამისა, დონბასში უკვე ცხოვრობს რუსეთის მოქალაქის პასპორტის მქონე 600 000 ზე მეტი მცხოვრები და ესეც აძლევს რუსეთს საბაბს დაიწყოს სამხედრო ქმედებები მათი დაცვის მოტივით.

არც უკრაინა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის ტერიტორიაზე ომმა იფეთქოს, რომელიც დიდი ალბათობით გასცდება დონბასის ტერიტორიას.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა 50/50-ზეა

რა თქმა უნდა, რუსეთში იმასაც აცნობიერებენ, რომ უკრაინაში შეჭრით ისინი შესაძლოა ხანგრძლივ და გამომფიტველ ომში ჩაებან, და საკითხავია გაუძლებს თუ არა ამას რუსეთის ეკონომიკა.

გარდა ამისა, რუსეთისა და უკრაინის ომი საბოლოოდ ძირს გამოუთხრიდა იმ „სლავური სამყაროს“ და „სლავური ერთობის“ კონსტრუქციას, რომლის შენარჩუნება განვითარებაზეც რუსეთი ასე ზრუნავს.

თუმცა, ამავე დროს, რუსეთში შეიძლება სურდეთ გამოსცადონ, თუ რამდენად შორს წავა დასავლეთი უკრაინის დაცვის საქმეში. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ ამ ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა 50/50-ზეა.

- ვაშინგტონმა უკვე განაცხადა, რომ აშშ ავღანეთიდან გადის. გვახსოვს რა მოჰყვა ამერიკელების სირიიდან გასვლას. მხედველობაში მაქვს ის, რომ რეგიონალური ლიდერობის მქონე რუსეთმა და თურქეთმა პრაქტიკულად გაიყვეს სირია გავლენის სფეროებად. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს და როგორ აისახება მსოფლიო პოლიტიკაზე აშშ-ს ავღანეთიდან გასვლა?

- აშშ-ს და ნატოს სამხედრო კონტინგეტის გაყვანა ავღანეთიდან, სადაც ისინი 20 წელი იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ ხელფეხს გაუხსნის რეგიონულ მოთამაშეებს, განსაკუთრებით პაკისტანს, რომ თავიანთი გავლენა გააძლიერონ ამ ქვეყანაში.

შექმნილი სიტუაციის კვალობაზე სავარაუდოდ, საკუთარი ინტერესების უფრო მეტად გატარებას შეეცდებიან ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთიც. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და „თალიბანმა“ ამ წლის დასაწყიში ავღანეთში კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მშვიდობა ავღანეთის მიწაზე მაინც არ არის.

შეტაკებები თალიბებსა და აშშ-ს მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებს შორის გრძელდება. ფაქტიურად ამერიკული ჯარის იმედად მყოფი ავღანეთის მთავრობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება „თალიბების“ წინაშე და ესეც გამოწვევა იქნება მსოფლიოსთვის, თუ ეს მთავრობა დაეცემა და ქვეყნის მმართველობას „თალიბანი“ ჩაიგდებს.

ამერიკელი სამხედროები გასვლის შემდეგ ფაქტიურად ამერიკული ჯარის იმედად მყოფი ავღანეთის მთავრობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება „თალიბების“ წინაშე და ესეც გამოწვევა იქნება მსოფლიოსთვის

გარდა ამისა, „თალიბანმა,“ რომლის გავლენაც ავღანეთში კიდევ უფრო გაიზარდა, უარი განაცხადა ამ თვის ბოლოს სტამბოლში დაგეგმილ ავღანეთში მშვიდობიანი დარეგულირების სამიტში მონაწილეობაზე, უცხო ქვეყნების ჯარების ქვეყნიდან სრულ გაყვანამდე.

ამ სამიტის შედეგები მნიშვნელოვნად განაპირობებენ, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ს ჯარების გამოყვანა ავღანეთზე და რეგიონში სიტუაციაზე. ჩემი დაკვირვებით, არასტაბილურობა გაიზრდება და შესაბამისად გაჩნდება ახალი საფრთხეები

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით