მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ადამიანები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მათ უკან არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ დგას.

მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეიდან დაიწყებენ აქციას, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, დღეს აქციაზე ღამის გათენებას აპირებენ.

"ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოცხადება "რიონის ხეობის მცველების" მიმართ, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ეს ადამიანები აქტიური პროტესტის რეჟიმში არიან. თავდაპირველად სახელმწიფო ყურადღებას მათ საერთოდ არ აქცევდა, შემდეგროდესაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღეს, უფრო აგრესიულ და რეპრესიულ მეთოდებზე გადავიდნენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი, რომ ჩვენ მათ თბილისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას. იგივე ფორმის, მცირემასშტაბიანი აქცია დღეს დაიწყება, ოღონდ ეს იქნება მუდმივ რეჟიმში, ანუ ადამიანები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ აქ, ზუსტად ისე, როგორც არიან რიონის ხეობის მცველები. კარვების გაშლაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. დღეს ღამე 10-ზე მეტი ადამიანი დავრჩებით და გავათენებთ, შემდეგ უკვე გადავწყვეტთ როგორ იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები აქ იქნებიან. ეს არის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩავიდნენ რიონის ხეობაში ფინანსური ან სამსახურებრივი მიზეზის გამო",- განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველთა" მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ადამიანები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მათ უკან არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ დგას.

მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეიდან დაიწყებენ აქციას, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, დღეს აქციაზე ღამის გათენებას აპირებენ.

"ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოცხადება "რიონის ხეობის მცველების" მიმართ, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ეს ადამიანები აქტიური პროტესტის რეჟიმში არიან. თავდაპირველად სახელმწიფო ყურადღებას მათ საერთოდ არ აქცევდა, შემდეგროდესაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღეს, უფრო აგრესიულ და რეპრესიულ მეთოდებზე გადავიდნენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი, რომ ჩვენ მათ თბილისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას. იგივე ფორმის, მცირემასშტაბიანი აქცია დღეს დაიწყება, ოღონდ ეს იქნება მუდმივ რეჟიმში, ანუ ადამიანები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ აქ, ზუსტად ისე, როგორც არიან რიონის ხეობის მცველები. კარვების გაშლაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. დღეს ღამე 10-ზე მეტი ადამიანი დავრჩებით და გავათენებთ, შემდეგ უკვე გადავწყვეტთ როგორ იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები აქ იქნებიან. ეს არის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩავიდნენ რიონის ხეობაში ფინანსური ან სამსახურებრივი მიზეზის გამო",- განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველთა" მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს