"ნაციონალური მოძრაობის" წევრი - გელათში აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები განადგურების საფრთხის წინაშეა

გელათში აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები განადგურების საფრთხის წინაშეა , - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია აცხადებს, აღმოჩენილი მასალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით შეფუთეს და კვლავ მიწით დაიფარა.

მისი თქმით, ხელისუფლება სათანდოდ არ უფრთხილდება უნიკალურ ძეგლებს და მიზეზად თანხის არარსებობას ასახელებს.

შუშანიას თქმით, აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში უნდა შეენახათ. გიგა შუშანია ასევე გამოეხმაურა კულტურის მინისტრის ქუთაისში ყოფნას და განაცხადა, რომ თეა წულუკიანი გელათში არ მივიდა და ძეგლის მდგომარეობას ადგილზე არ გაეცნო.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია