მესტიის მუნიციპალიტეტში პოლიციელების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 3 პირი დააკავეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციელების ცემისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეები, რომლებიც გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევდნენ, სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ სახლში წასულიყვნენ და დაწესებულ შეზღუდვებს დამორჩილებოდნენ.

შემთხვევა 17 აპრილს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს