ლერი ბარნაბიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ სოციალურ - ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ხელისუფლების ძალისხმევითა და კერძო სექტორის ჩართულობით, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებებით უკვე შესრულებულ და ამ ეტაპზე მიმდინარე ისეთ მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა რუსთავში ახლად გახსნილი სამკერვალო საწარმო - „ქართლი ტექსტილი“, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვემო ქართლში, ერთი ბიზნესიდან სამუშაო ადგილების რეკორდული რაოდენობა შეიქმნა.

„ასევე, რუსთავშივე განხორციელდა ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც, რაც წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა - წლების განმავლობაში ქალაქი ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.

საუბარი შეეხეო რეგიონში, ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ რესურსს და ამ მიმართულებით მიმდინარე 40 მილიონი დოლარის ღირებულების ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს, რომელსაც წალკის მუნიციპალიტეტში, ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოპერატიული რეაგირების მიზნით, დიალოგის რეჟიმში განიხილეს, რეგიონის მასშტაბით არსებული საჭიროებები. დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა