გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ზაზა ლომინაძე შეხვდა

სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს არანაირ შეხვედრას აზრი არ აქვს.

„ბატონი ზაზა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენ ის მოვიწვიეთ გუმათში. რა თქმა უნდა, დადებითი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მის აქ მოსვლას როგორც პარლამენტის წევრის. თუმცა ახალი მისგან არაფერი მოგვისმენია, როგორც ის ამბობს პრემიერ-მინისტრს ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩვენ მასთან კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი, რომ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი და ამ მოთხოვნების სხვაგვარად წარმოჩენა იქნება შეუძლებელი.

თუ მათ ქონდათ ილუზია, ჩვენი წინა შეხვედრიდან იმაზე, რომ ჩვენ სამ მოთხოვნას ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილებდნენ, ან პოზიციას შეგვირბილებდნენ, კიდევ ერთხელ განუმარტეთ მათ, რომ მსგავსი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან პროტესტს უფრო გაზრდის. ამიტომ კიდევ ერთხელ შეაფასონ მოვლენები გონივრულად, რადგან დინამიკა ამ პროცესს აქვს. თუ ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი არ დააკმაყოფილებენ ლოგიკურ სამ მოთხოვნას, რაც მდგომარეობს ხეობაში სამუშაოების შეწყვეტაში, ბლოკ პოსტის მოხსნაში და მოგვეცეს უფლება დაგვიშვან ნამოხვანში პროტესტის ძირითად ადგილას, რა თქმა უნდა, არ განიხილება არანაირი შეხვედრა. ჩვენ არ შეგვნელებია პროტესტის ტალღა და არც შევაჩერებთ“ , - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ზაზა ლომინაძის თქმით, გუმათში მივიდა იმისთვის, რომ მზადყოფნა გამოეთქვა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

„პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისში და აწარმოებდა მოლაპრაკებას, მასთან შეთანხმებით ამოვედი აქ იმისთვის, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოგვეთქვა მზადყოფნა მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მთავრია, რომ ჩვენ ყველა იმ საკითხს ვიხილავთ, რომელიც აქციის მონაწილეებმა დააყენეს. ჩემი პირადი შეხედულება არის, რომ საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს. ისინი გვიმტკიცებენ, რომ არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უნდა აშენდეს. ამიტომ ჩვენს განვიხილავთ ამ საკითხებს“, - განცხადა ზაზა ლომინაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი