ოზურგეთში ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ოზურგეთში, ჭადრების ბაღში ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და პროექტის შეჩერება მოითხოვეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებსა და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს.

,,რიონის ხეობის დამცველების გვერდით თავიდანვე აქტიურად იდგნენ გურულები. ჩვენ ყველა აქციას ვესწრებოდით და მათ მოთხოვნებს ვიზიარებდით. ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს გუმათში ჩასვლას და მათთან ყოფნას და ამიტომ გადავწყვიტეთ აქ, ამ აქციის გამართვა. სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის დამცველებს და მინდა აღვნიშნო, რომ გურიის მდინარეებიც დასაცავია ჰესომანიისაგან, ჩვენთვის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გაუქმდეს “, - განაცხადა აქციის მონაწილე ირმა გორდილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო