ხათუნა სამნიძე - მზად ვართ, “რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მაგრამ საჭიროა, ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ

მზად ვართ, “რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მაგრამ საჭიროა, ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ძალიან რთულ ვითარებაშია და შეთანხმებამდე მისვლა უჭირს.

"დღეს სერიოზული შეხვედრა იყო. ჩვენ გვქონდა სერიოზული ჩართვა და საუბარი ბრიუსელთან, საიდანაც გაგვაცნეს მოლაპარაკებების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია და როგორც მას ხედავს პრეზიდენტ მიშელი. როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს დაპირისპირება და შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც უკვე რამდენიმე თვეა ვერ ვთანხმდებით და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ამ მოლაპარაკებების პროცესში სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და ქვეყნის მომავალი. დოკუმენტი, რომელიც დღეს დადო პრეზიდენტ მიშელმა არის ძალიან პოზიტიური პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ აქ უკვე არის ჩანაწერი თუ როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდე არჩევნებამდე და რაც მთავარია, საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო ეს არის - ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი, ჩანაწერი არის მკაფიო, საუბარია ორ საქმეზე და არის გზები როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი, ამიტომ ამის გათვალისწინებით დანარჩენი სამი საკითხის გათვალისწინებით, რომელზეც აქამდე შეთანხმებული ვიყავით დოკუმენტი არის მისაღები.

მე შემიძლია "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვთქვა, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს, მაგრამ რა თქმა უნდა ამისთვის, საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს არ მოვიდნენ მიუხედავად მოლოდინისა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ვიცოდით, რომ ორმხრივია შეხვედრა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ძალიან რთულ ვითარებაშია და უჭირს შეთანხმებამდე მისვლა. ძალიან ბევრჯერ ამ მოლაპარაკებების პროცესში მათ გადადგეს ისეთი ნაბიჯი, რაც აზიანებდა მოლაპარაკებებს და აჩვენებდა, რომ მზად არ იყვნენ მოლაპარაკებების დასრულებისთვის. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა ჩვენი პარტნიორება არ აპირებენ, რომ ეს პროცესი მიატოვონ. პარტნიორებმა დადეს დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია ყველა პუნქტთან დაკავშირებით, ამიტომ ველი, რომ იქნება ფართო ხელმოწერა", - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა