რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

„დასავლეთ საქართველოში, მათ შორის რაჭის რეგიონში, მავნებლის გავრცელების არეალისა და მასშტაბის დადგენის მიზნით, მონიტორინგის სისტემები მონტაჟდება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება თერმული ნისლით წამლობა.

ფუტკრის დაცვის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა საკონსულტაციო შეხვედრები მეფუტკრე ფერმერებთან გამართეს. მათ მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დასაცავად შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ,რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაიარონ - www.parosana.ge. ასევე, SMS შეტყობინების მეშვეობით, წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე დეტალური ინფორმაცია მიიღონ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო