გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პაატა კოკაურის ინფორმაციით, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა, მომხდარი ფაქტი სოფელში მცხოვრებ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, რა დროსაც ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენლის მკვლელობა მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო