საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა

15 აპრილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - ფარმადეპო გაიხსნა. ფარმადეპო ნიქოზის ამბულატორიის ტერიტორიაზეა განთავსებული და სოფლის მოსახლეობას ევროპაში აღიარებული მაღალი ხარისხის მედიკამენტების ფართო არჩევანს სთავაზობს, აფთიაქში ასევე წარმოდგენილია კოსმეტიკური ნაწარმი, თავის მოვლის საშუალებები და ბავშვის ხაზის პროდუქტები.

როგორც ფარმადეპოს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელძღვანელმა ნიკი გობეჯიშვილმა განაცხადა: -„სიამაყით მინდა მოგახსენოთ, რომ ფარმადეპო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში გავხსენით, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და ამავდროულად ემოციურია. ამ სოფლების მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა აწუხებთ და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ აფთიაქის არ არსებობა იყო. მათ მედიკამენტებისა, თუ სხვა აფთიაქში წარმოდგენილი პროდუქტების შესაძენად გორში უწევდათ ჩასვლა, რაც დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებითაა. ძნელია გადმოგცეთ ის ემოციები, ფარმადეპოს გახსნის დღეს, რაც მოსახლეობისგან მოდიოდა. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მიმართ და შევეცდებით მაქსიმალურად ვიზრუნოთ და გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა ჩვენს პროდუქტებზე.“

ფარმადეპო საქართველოს მაშტაბით 218 აფთიაქს აერთიანებს. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელზე ზრუნვა და საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში აღიარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა