მიკროსაფინანსო კომპანია „ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული საინვესტიციო კომპანია Symbiotics-ისგან 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 500,000 აშშ დოლარი არაუზრუნველყოფილი სესხები, პანდემიის პერიოდში, მცირე ბიზნესის დასახმარებლად მოიზიდა.
აღნიშნული თანხა, „ემბისი“-ს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერა, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და ასევე, მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო სპექტრის და მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს.
პანდემიის დაწყებიდან "ემბისიმ" არაერთი უცხოური ინესტიციის მოზიდვა მოახერხა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა: Incofin და Bank im Bistum Essen.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში, აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ საკრედიტო რეიტინგი - B+ სტაბილური მიანიჭა. პანდემიის მიუხედავად, „ემბისიმ“წამყვანი პოზიციის და მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მოახერხა.
(R)