გია ვოლსკი „გირჩზე“ - არასერიოზული მიდგომაა, თორემ გინდ სამეფო დაარქვან და გინდ საუფლო

არასერიოზული მიდგომაა, თორემ გინდ სამეფო დაარქვან და გინდ საუფლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში „გირჩის" მისვლას და ვახტანგ მეგრელიშვილს განცხადებას, რომ პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება.

რაც შეეხება მათ 7-პუნქტიან მოთხოვნებს, ვოლსკი აცხადებს, რომ ნებისმიერი საკითხი უნდა იქნას განხილული, დასაბუთებული და ულტიმატუმის სახით არ უნდა იყოს დაყენებული.

„თუკი რაიმე იდეები აქვთ საუკეთესო, შესაბამისი პროცედურა არსებობს, დერეფნებში ყოფნა არასერიოზულად მეჩვენება. სამეფოზე თვითონაც სიმბოლურად ამბობენ, სამეფო დაარქვა, შეიძლება მერე სათავადო, ან პრინცის სასუფეველი დაარქვა, არ მგონია ეს ღირდეს იმად, რომ სიტყვა-ქარაგმებში შევეჯიბროთ ერთმანეთს.

ბევრი საკითხი აქვთ დაყენებული, შეიძლება არის კიდეც ისეთი, რაც სერიოზულ განხილვას იმსახურებს, მაგალითად მოსამართლეების არჩევის თემა, რა სტანდარტიც არის აშშ- ში და შეიძლება სხვაგანაც. მაგრამ რამდენად მოსახერხებელია, რამდენად პასუხობს და შესაბამისობაში ინტერესებთან რაც სახელმწიფოს გააჩნია, ეს მეორე საკითხია. ბევრი საკითხია დაყენებული, მაგალითად, მარიხუანას ლეგალიზაცია, მათ იმ პროცენტმა დაუჭირა მხარი, სადაც ნაწილს მიაჩნია, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია შეიძლება. ჩვენ მხარი დაგვიჭირა დიდმა რაოდენობამ, რომელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ლეგალიზაცია არ არის სწორი. ახლა თუ უნდათ, რომ ჩვენ გავხდეთ „გირჩი","გირჩის" პოლიტიკურ ჯგუფში გადავიდეთ ეს არ ხდება. არც დერეფანში სეირნობით არაფერი არ ხდება. იცით რეგლამენტი - შემოდის კანონპროექტი დასაბუთებით და მერე მიდის მსჯელობა. ახლა თავისი სამეფოს გადმოსახედიდან ზევიდან გვიყუროს - ეს ყმები როგორ მოიქცევიან, მე არ მგონია სწორი იყოს, ეს არის არასერიოზული მიდგომა თორემ გინდ სამეფო დაარქვან და გინდ საუფლო,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს