არჩილ თალაკვაძე - “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურს, ხოლო საქმით რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის

ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურს, ხოლო საქმით რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის განცხადებები მათი ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების ლუსტრაციას ახდენს.

„დღეს მისი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო განცხადებაც პირდაპირ ლუსტრაციას ახდენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა, დიდი ნაწილი არის სახელმიწფო ინტერესების წინააღმდეგ, საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ და რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, რა დამოკიდებულებაც დღეს სააკაშვილისგან ვნახეთ, ადამიანის რომელსაც თავის ანგარიშზე აქვს არაერთი გაყალბებული არჩევნები, დამახინჯებული კონსტიტუცია, ძლაუფლების ბოროტად გამოყენება, მედიის სრული კონტროლი, საკუთრების უხეში შელახვა და ადამიანების უფლებების სისტემური დარღვევები, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა და ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდა, რომ იყო რეალური პროგრესი ქვეყანაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს