„თიბისი“ კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილზე - სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

„თიბისი“ კონცეპტი მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელები ოთხ სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში, სხვადასხვა მომსახურების მიღებას შეძლებენ.

„მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის N7-ში, ბრენდის ისტორიას და ღირებულებების ჰყვება და სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და აღმოჩენებს სთავაზობს.

„თიბისი“ კონცეპტი მარჯანიშვილის N7-ის ისტორიულ შენობაში, საქართველოში მსგავსი ტიპის პირველ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს მომხმარებლებს სთავაზობს.

აქ მოსული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება. ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც თიბისი მომხმარებლებს უკვე ბევრი წელია სთავაზობს.

მარჯანიშვილის N7-ში, „თიბისი“ კონცეპტი მუდმივად მასპინძლობს განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.

ქალაქის ცენტრალური შენობა, ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად, ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.

„თიბისი“ კონცეპტის მრავალფეროვან გამოცდილებასა და სხვადასხვა მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, შენობის 4 სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში აღმოაჩენენ.

მრგვალი დარბაზის ბიბლიოთეკის დიზაინი ძველისა და ახლის თანაკვეთაა, ის განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა და ახალი აღმოჩენებისკენ გიბიძგებთ. აქ მრავალ საინტერესო, იშვიათ წიგნს აღმოაჩენთ ბიზნესის მენეჯმენტის, კულტურის თუ ინოვაციების შესახებ.

3 გალერეა „თიბისის“ იმ ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც თიბისი წლებია ხელოვნებასა და ხელოვანებს უჭერს მხარს. საგამოფენო სივრცეები კარგად ნაცნობი არტისტების გამოფენებითაც გიმასპინძლებთ და დამწყებ ხელოვანებს და მათ პროექტებსაც გაგაცნობთ.

საბანკო სივრცეში, შეგიძლიათ საუკეთესო პერსონალურ საბანკო მოსმახურება მიიღოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროთ.

კაფის კონცეფცია, მყუდრო გარემო, სწრაფი და ამავდროულად ჯანსაღი კერძების მენიუ, სპეციალურად ბიზნეს შეხვედრებზეა მორგებული.

სამუშაო სივრცე საუკეთესო გარემოა როგორც დამოუკიდებლად მუშაობისთვის, ასევე ახალ ადამიანებთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. შესვენების დროს კი, შეგიძლიათ საგამოფენო სივრცეებში და ბიბლიოთეკაში საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ.

მუზეუმის მაღაზიის კონცეფციით შექმნილ საკოლექციო სივრცეში სპეციალური კოლექციებიდან შერჩეულ, საინტერესო დიზაინის ნივთებს აღმოაჩენთ. მაღაზიას მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმიც დაემატება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს