ხათუნა სამნიძე - მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს აწერს ხელს.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის არსებობას გულისხმობს.

„მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, რომ ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ ეს ქვეყანა შავ-თეთრია.

ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ამ დოკუმენტში, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემას და დაბალ ბარიერს, ისე, რომ მომავალ პარლამენტში თითოეული მოქალაქის ხმა იყოს ასახული, გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ანუ ევროპული პარლამენტი. ასევე, შევძლოთ ვითანამშრომლოთ მტრობის და დაპირისპირების გარეშე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იყო. ეს პროცესი არ დასრულებულა. ველოდებით, სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს. ამით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული“, - აცხადებს სამნიძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო