ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 2019 წლიდან, ქალაქ ზუგდიდში 67 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა და 27 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 68.7 მლნ. ლარია, საერთო სიგრძე კი 77.3 კმ.

„მათ შორის ზუგდიდში ცენტრალური გზების: აღმაშენებლის, სოხუმის, რუსთაველისა და ბერიას ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. აღნიშნული ქუჩების საერთო სიგრძე 10.7 კმ-ია და სამუშაოების ღირებულებამ 10.8 მლნ. ლარი შეადგინა.

ზუგდიდის სარეაბილიტაციო ქუჩები იმდენად ამორტიზებული იყო, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობდა საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნიდა როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. რაც ამ ქალაქის მასშტაბით უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა