ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მას შემდეგ რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სახელით ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მათ შორის ხელმოსაწერი შეთანხმების ახალი ვარიანტი შესთავაზა, პროცესები ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ სწრაფად განვითარდა.

ყველაფერი კი პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზექართული ოცნებისადა ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელმოწერით დასრულდა. ჩვენი საუბარი სწორედ ამ თემით უნდა დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ჩემი და თქვენი ვალია, კრიტიკულად და მოსალოდნელი რეზულტატის პრიზმაში დავინახოთ, რაც საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში ხდება. ამ განცდით და განწყობით ვიტყვი, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შემოთავაზებულ შეთანხმების ახალ ვარიანტზე ხელის მოწერა სანიშანსვეტო ფაქტია. გამოცდილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და მისმა გუნდმა ქართველ პოლიტიკოსებს შეცდომის დაშვების საშუალება არ მისცა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შემოთავაზებულ შეთანხმების ახალ ვარიანტზე ხელის მოწერა სანიშანსვეტო ფაქტია. გამოცდილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და მისმა გუნდმა ქართველ პოლიტიკოსებს შეცდომის დაშვების საშუალება არ მისცა

ხელისმოწერის ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ ის ნიშანია იმისა, რომ საპასუხისმგებლო მომენტში პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში აღარასდროს ექნებათ საშუალება არიონ სიტუაცია, ხელოვნურად გამოიწვიონ კრიზისები და კატაკლიზმები, არეულობის და ქაოსის მორევში მოისროლონ ქვეყანა და ჩვენი გარეშე თუ შიდა მტრები აზეიმონ, როგორც ეს ხდებოდა ბევრჯერ და არაერთგზის საუკუნეების განმავლობაში.

თურმე შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური სარგებლის და მერკანტილური ინტერესის გარეშე გულწრფელად და ღირსეულად იზრუნებს შენზე, დაგაზღვევს შეცდომებისგან და სერიოზულ საფრთხესაც აგარიდებს.

სამწუხაროდ, ასეთი მომენტები და სანიშანსვეტო ფაქტები, ჩვენს მრავალსაუკუნოვან და მრავალტანჯულ ისტორიაში ცოტაა. ამას დაფასება და ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება უნდა.

სამწუხაროდ, ასეთი მომენტები და სანიშანსვეტო ფაქტები, ჩვენს მრავალსაუკუნოვან და მრავალტანჯულ ისტორიაში ცოტაა. ამას დაფასება და ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება უნდა

- ყველა თანხმდება, რომ მომზადებული დოკუმენტის ბოლო ვერსია კომპრომისულია, მასში ევროპული საბჭო კორექტივებს არ შეიტანდა. ასეა მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის მიმართ ბევრი კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილს, იგი მაინცადამაინც არც მმართველ გუნდს არ მოეწონა.

განსაკუთრებით ის პუნქტები, რომელიც პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებას და რეფერენდუმზე გასატან საკითხს ეხება, რომლის დროსაცქართულმა ოცნებამხმათა 43%-ზე ნაკლები არ უნდა მიიღოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სახელით ევროპული საბჭოს მიერ შეთავაზებული შეთანხმების ბოლო ვერსიას?

- როგორიც არ უნდა ყოფილიყო შემოთავაზებული ბოლო ვერსია, ორივე მხარე თუ ანგარიშს გაუწევდა ქვეყნის ინტერესებს, უნდა დათანხმებოდა მას. როცა სახეზე გვაქვს ყრუთა დიალოგი ბრმებთან, აქ შუამავალი აუცილებელია.

უბრალოდ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობას ვერც ნორმალურს დაარქმევ და ვერც დიალოგს. ამ გაუგონარ უგუნურებას ბოლო რომ მოღებოდა, რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც დაასრულებდა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, აუცილებელი იყო. მით უმეტეს, როცა ევროკავშირი და მისი ლიდერები გაცილებით ადეკვატურად აცნობიერებენ ვითარების სიმძიმეს და ჩიხურობას, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობას ვერც ნორმალურს დაარქმევ და ვერც დიალოგს... ევროკავშირი და მისი ლიდერები გაცილებით ადეკვატურად აცნობიერებენ ვითარების სიმძიმეს და ჩიხურობას, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები

საბოლოო ვარიანტი, პრინციპში, მისაღებია ჩვენი ეროვნული ინტერესების თვალთახედვით. როცა არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშაა, რადგან არჩევნების შედეგებს ოფიციალურად დამარცხებული მხარე არ აღიარებს, შესაბამისად ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის წყარო და განმსაზღვრელი თამაშგარე მდგომარეობაშია, უნდა მოვუსმინოთ არბიტრს, რომლის კეთილგანწყობაში ეჭვი არ გვეპარება. ამ შემთხვევაში ევროპული საბჭო და მისი პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ეს ბოლო ვერსია უნდა მიეღო ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

- ოპოზიციის ნაწილმა, ვინც ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, აღნიშნეს, რომ მათ პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენეს საქართველოს, როგორც ქვეყნის ინტერესი.

შეთანხმებაში მელია-რურუას თემაზე ჩანაწერი იმაზეც მოუთითებს, რომ ახლა უკვე ევროპული საბჭო და აშშ- არ გამორიცხავენ იმას, რომ მათ წინააღმდეგ მართლმსაჯულებამ პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა.

თქვენ როგორ შეაფასებდით შეთანხმების მუხლებთან დაკავშირებით ერთი მხრივ მმართველი გუნდის, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობას?

- ივანიშვილის სიძულვილით და ხელისუფლების წყურვილით შეპყრობილ ოპოზიციაზე ამ შემთხვევაში არ ვისაუბრებ. იქ არის საღად მოაზროვნე, ადეკვატური ნაწილი და არიან რევანშით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებისთვის სათანადო მხარდაჭერის არქონა ვერ უპატიებიათ და მზად არიან გადაბუგონ ქვეყანა.

მე ხელისუფლებაზე ვიტყვი - თუ მისი ლიდერები მელია-რურუას გათავისუფლების პერსპექტივით უკმაყოფილონი არიან, ცივი წყალი დალიონ. ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას დავესესხები, რომლის თანამოაზრე არც ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მართალია როცა ამბობს, რომ ხშირად ფაქტი კი არ არის მთავარი, არამედ მისი აღქმა.

საზოგადოების ნაწილის აღქმა სწორედ ისაა, რომ მელია-რურუას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ეს აღქმაა და მას ხელისუფლებამაც უნდა გაუწიოს ანგარიში.

მიუხედავად იმისა, რომ გვარამიას მოცემული მაქსიმა ეწინააღმდეგება ემანუელ კანტის მიდგომას - „საგანი თავისთავად“, ანუ ჭეშმარიტება არსებობს და იგი ერთია, მიუხედავად იმისა მისი არსებობის შესახებ ჩვენ ვიცით თუ არა, ვუწყით თუ არა.

როცა შენი სასამართლოს დამოუკიდებლობას და შეუვალობას საზოგადოების ნაწილის გარდა შენი სტრატეგიული პარტნიორებიც არ აღიარებენ, რომ აღიარებდნენ, გადაწყვეტილების შეცვლას არ გაკადრებდნენ, დიახაც, უნდა გაათავისუფლო.

როცა შენი სასამართლოს დამოუკიდებლობას და შეუვალობას საზოგადოების ნაწილის გარდა შენი სტრატეგიული პარტნიორებიც არ აღიარებენ, რომ აღიარებდნენ, გადაწყვეტილების შეცვლას არ გაკადრებდნენ, დიახაც, დაკავებულები უნდა გაათავისუფლო

თუნდაც მას, ერთ-ერთს სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმის ორგანიზება ჰქონდეს ინკრიმინირებული, მეორეს კი, რაგინდარა წარსულიც უნდა ჰქონდეს, ვერ დაიჭერ იარაღის უნებართვო ფლობა-ტარების გამო, როცა სახლში გაფორმებული იარაღის მთელი არსენალი აქვს.

ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებში სხვაობა ბუნებრივია. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ.

ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებში სხვაობა ბუნებრივია. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ

მთავარი კიდევ ისაა, რომ რახან ამომრჩეველი, ხალხი ვერ ასრულებს არბიტრის ფუნქციას, მივიღოთ იმათი ვერსია, ვისაც ორივე მხარე ენდობა, ანუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და სხვა ევროპარლამენტარებს.

- იმ მოცემულობიდან, რაც უკვე იკვეთება შეთანხმებაზე ხელმოწერასთან, ოპოზიციონერთა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით რა სურათი შეიძლება მივიღოთ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე? როგორი იქნება ამ სურათის აღქმა იგივე ბრიუსელსა და ვაშინგტონში?

- მთავარია, რომ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოეწერა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის გამარჯვება, რამეთუ თუნდაც ცუდი ზავი ომს სჯობს. არადა, მიღებულ დოკუმენტს ცუდს ვერ ვუწოდებ, იგი მაინც უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მოვლენათა არასასურველ განვითარებას იმედია, თავიდან აგვაცილებს.

როგორც არ უნდა შევაფასოთ ხელმოწერის ფაქტი და ხელისმომწერთა ვინაობა, მათი პერსონალიების პოლიტიკური ბექგრაუნდი მოცემული ფაქტის კონტექსტში, ერთი დამარცხებული, პოლიტიკური თვალსაზრისით, სახეზეა. ესაა მიხეილ სააკაშვილი. ხელმოწერის ფაქტმა აჩვენა, რომ ის ოპოზიციას, მთლიანად ვერ აკონტროლებს.

როგორც არ უნდა შევაფასოთ ხელმოწერის ფაქტი და ხელისმომწერთა ვინაობა, მათი პერსონალიების პოლიტიკური ბექგრაუნდი მოცემული ფაქტის კონტექსტში, ერთი დამარცხებული, პოლიტიკური თვალსაზრისით, სახეზეა. ესაა მიხეილ სააკაშვილი. ხელმოწერის ფაქტმა აჩვენა, რომ ის ოპოზიციას, მთლიანად ვერ აკონტროლებს

ფაქტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში უდაოდ აღქმული იქნება, როგორც ქართული დემოკრატიის გამარჯვება და კონკრეტული ნაბიჯი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ფაქტის შეფასებისას უნდა ამოვიდეთ შექმნილი ახალი რეალობიდან სამხრეთ კავკასიასა და მსოფლიოში. ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ბოლო ფორპოსტია.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ბოლო ფორპოსტია

პანდემიისგან გამოწვეული გლობალური გამოწვევების, შტატებში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესის და ევროკავშირის საერთო ძალისხმევის შესუსტების მიუხედავად, ბრექსიტის ფონზე, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოახერხეს საქართველოსთან, მის პოლიტიკურ სპექტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და შედეგიც არის.

შესაძლოა, შეთანხმება არა იდეალური, არა ყველა პრობლემის ერთბაშად გადამწყვეტი, მაგრამ მან დაპირისპირების რეალური საფრთხის თავიდან აცილების შანსი გააჩინა.

შეთანხმება არა იდეალური, არა ყველა პრობლემის ერთბაშად გადამწყვეტი, მაგრამ მან დაპირისპირების რეალური საფრთხის თავიდან აცილების შანსი გააჩინა

- გაქვთ იმის განცდა, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლება არც აღიარებდა, დასრულდება?

- პოლიტიკური კრიზისი და კრიზისების მთელი წყების წარმოშობის შესაძლებლობა აღმოიფხვრება, როცა ხალხი დაბრუნდება პოლიტიკაში. ხალხი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გაძევებულია პოლიტიკური არენიდან და მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლაზე კვერის დამკვრელის ფუნქციაღა დარჩა. და ასეა დღემდე.

ქართველი ხალხი, რომელსაც არასოდეს დაუშვია შეცდომა. იქედან მოყოლებული, როცა ეროვნულ მოძრაობას და „მრგვალ მაგიდას“ დაუჭირა მხარი. მერე შევარდნაძეს, როგორც ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულების და საერთაშორისო აღიარების გარანტს, მერე მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის მოდერნიზაციის კურსით მოსულს, მერე ბიძინა ივანიშვილის, წინა რეჟიმის დასრულების და გადაცდომების აღმოფხვრის დაპირებით. ხალხი არასდროს ცდება. მას საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ თუ რამე შეეშალა, გამოასწოროს.

ამასწინათ, ერთ-ერთ ტელეეთერში ვთქვი ეს და ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი პიროვნება, რამაზ საყვარელიძე არ დამეთანხმა, მაგალითად გასული საუკუნის 30-იან წლებში არჩევნების გზით, ხალხის ნებით ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლა გაიხსენა გერმანიაში. ვერ დავეთანხმე.

რა თქმა უნდა, იყო ეს შეცდომა და ეს იყო პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული და პრობლემების ნიაღვარში მოყოლილი გერმანელი ერის რეაქცია მძიმე რეალობაზე. მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებისა და ნაციზმის კრახის შემდეგ რა უნდა ექნა გერმანელ ხალხს?

უარი ეთქვა დემოკრატიაზე და თავისუფალ არჩევანზე? - მოეძებნა ახალი, ძლიერი ლიდერი და მისთვის აბსოლუტური ძალაუფლება გადაეცა ხალხის ნების დაფიქსირების გარეშე? გერმანელმა ხალხმა დემოკრატია არჩია და რამდენიმე ათეულ წელიწადში ბრწყინვალე ქვეყანა შექმნა. დიახ, ამაში მთავარი „დამნაშავე“ დემოკრატია და გერმანელი ხალხია.

ვფიქრობ, ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, მაგრამ ქუჩაშიც დარჩება, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული პოლიტიკაში და მოვლენათა მთავარი არბიტრი, ჩვენი მოკეთეები, მაგრამ მაინც უცხოელი პოლიტიკოსები არიან.

ვფიქრობ, ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, მაგრამ ქუჩაშიც დარჩება

თან, იმაზეც მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფს - „ევროპულ საქართველოს“. ხელმომწერებს ჯერ მხოლოდ 2 პარლამენტარი შეუერთდა მათი რიგებიდან. შეგახსენებთ ისევ, რომ ენმ 27%-იანი პარტიაა, ხოლო „ევროსაქები“ თითქმის 4 %-იანი

- თუ ოპოზიციის ნაწილი მაინც არ შევიდა პარლამენტში ისინი მიიღებენ მონაწილეობას 15 მაისისთვის დაგეგმილ ოპოზიციის აქციაში თუ ისინიც, ვინც პარლამენტში შევა?

- ერთი რამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ 15 მაისის აქცია შედგება. მისი მასშტაბი და შინაარსი ძნელი საპროგნოზოა დღეის გადასახედიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, ენმ-ს მეთაურობით, შეეცდება ქუჩა ისევ აქციოს მოვლენათა ეპიცენტრად.

15 მაისის აქცია შედგება. მისი მასშტაბი და შინაარსი ძნელი საპროგნოზოა დღეის გადასახედიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, ენმ- მეთაურობით, შეეცდება ქუჩა ისევ აქციოს მოვლენათა ეპიცენტრად

- ფაქტია, რომ არა ოპოზიციის პრინციპულობა და ერთიანობა იგივე მელია-რურუასა და ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებული თემის ყველა დონეზე ლობირებაში, შეთანხმების ბოლო ვერსიაში ეს თემები ვერ მოხვდებოდა.

მას შემდეგ, რაც დანიელსონის მედიაციით შეთანხმება ჩაიშალა, დამკვირვებელთა ნაწილი ოპოზიციას მოუწოდებდა შესულიყვნენ პარლამენტში. ბევრი იმაზეც მიანიშნებდა, რომ ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონოდა. არადა პირიქით აღმოჩნდა.

რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ევროპული საბჭო და აშშ ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხებში ნაწილობრივ მაინც სწორედ მათ მხარეზე აღმოჩნდა?

- ევროპულმა საბჭომ და შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, მათმა მრჩევლებმა და ექსპერტებმა კარგად იციან საქმეთა რეალური ვითარება.

იციან, რას ფიქრობს ხალხი რეალურად, რომელ პარტიას და პოლიტიკოსს რა რეიტინგი აქვს, რა ხდება ქართული პოლიტიკის კულუარებში, როგორც იქნა, გაარკვიეს როგორ მუშაობს რუსული ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ამის შემდეგ გიკვირთ შტატების და ევროპული საბჭოს ავტორიტეტული პირების მიდგომები და კონკრეტული ნაბიჯები?

- გვახსოვს, თავიდან მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების თემის განხილვაზეც არ თანხმდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მზად არიან ეს თემა ადგილობრივ არჩევნებს მიაბან და თუ მათ ხმათა 40-%ზე ნაკლები მიიღეს, დაინიშნება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები.

როგორც გაირკვა, თავიდან შარლ მიშელს მხარეებისთვის ამ თემაზე 45%-იანი ზღვარი შეუთავაზებია, მაგრამ საბოლოო ვერსიაში 43% წერია.

ვითარებაში, როცა ახლაქართული ოცნებიდანბიძინა ივანიშვილი წასულია, ყოველ შემთხვევაში ასეა ცნობილი, პარტია დატოვა პრემიერმა გახარიამ, რომელმაცოცნებისსაპარლამენტო გუნდიდან დეპუტატების ნაწილი გაიყოლა, თქვენი დაკვირვებით რა შანსები აქვსქართულ ოცნებასადგილობრივი არჩევნების მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიიღოს ამომრჩეველთა ხმების 43% ?

- ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმების 43%-ის მიღების ნაკლები შანსი აქვს. ივანიშვილის კლასიკური და ვირტუოზული თამაში პრინციპით - მე თუ სააკაშვილი, - „ოცნება“ თუ „ნაციონალები“, შემოდგომაზე აღარ იმუშავებს.

შესაბამისად, ასეთი შანსიც არ იარსებებს. პირველ ადგილზე „ოცნება“ შეიძლება გავიდეს, მაგრამ სხვაობა მეორე ადგილზე გასულთან და დანარჩენებთან, სავარაუდოდ, შემცირდება.

ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიქართულ ოცნებასხმების 43%-ის მიღების ნაკლები შანსი აქვს. ივანიშვილის კლასიკური და ვირტუოზული თამაში პრინციპით - მე თუ სააკაშვილი, - „ოცნებათუნაციონალები“, შემოდგომაზე აღარ იმუშავებს... პირველ ადგილზეოცნებაშეიძლება გავიდეს, მაგრამ სხვაობა მეორე ადგილზე გასულთან და დანარჩენებთან, სავარაუდოდ, შემცირდება

და კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს მივაქცევ ჩვენი მკითხველის ყურადღებას. ასეა თუ ისეა, მიუხედავად შემოდგომამდე დარჩენილი მცირე დროისა, თუ „ნაციონალებმა„ ვერ შეძლეს პროცესების მართვა და სიტუაციის ამოყირავება, გაიზრდება „გახარიას ფაქტორის“ როლი და მნიშვნელობა. შესაბამისად, მისი და მისი პარტიის შანსიც. თბილისში მელიას დამარცხება მხოლოდ გახარიას შეუძლია.

კალაძე, სავარაუდოდ, გაერიდება არენას. რომც დარჩეს, მისი შანსი გახარიას შანსს არ აღემატება. მით უმეტეს, გახარიას ღირსეულ კონკურენციას ვერ გაუწევს, მოარული ხმების თანახმად, კადიდატად მოაზრებული პოლოლიკაშვილი, დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

თუნაციონალებმავერ შეძლეს პროცესების მართვა და სიტუაციის ამოყირავება, გაიზრდებაგახარიას ფაქტორისროლი და მნიშვნელობა. შესაბამისად, მისი და მისი პარტიის შანსიც. თბილისში მელიას დამარცხება მხოლოდ გახარიას შეუძლია

ამიტომ, გაიაზრებენ რა ამას, კობახიძის „ოცნება“ მთავარ მიზნად გახარიას და მისი პარტიის ტორპედირებას დაისახავს. გახარია და მისი პარტია, პირველ რიგში, „ოცნების“ ხმებს წაიღებს. მალე ჩვენი ჭრელი ოპოზიციური სპექტრიც დააფიქსირებს, რომ სამომავლოდ მათი მთავარი მოწინააღმდეგე გახარია და მისი პარტიაა. ასე რომ, შტურმი გახარიაზე და მის პარტიაზე გაასკეცდება.

ახლა მთავარი სხვაა, - რამდენად აღმოჩნდება კარგი მენეჯერი და საკმაოდ რეიტინგული, ამ მომენტისთვის გახარია, როგორც პოლიტიკური ლიდერი. რამდენად აქვს უნარი შექმნას პარტია, თან სალაშქრო რიტმში, გამოჩნდებიან თუ არა მის ირგვლივ უნარიანი, გონიერი, პრინციპული და მებრძოლი ადამიანები.

კარგია, რომ მას ჰყავს თავისი გუნდი, რომელიც უფრო აპარატია, ტექნიკური ჯგუფია, ვიდრე პოლიტიკური აზრის, სტრატეგიის და ტაქტიკის გენერაციის უნარით აღჭურვილი ადამიანების კრებული. კარგია ისიც, რომ ის კარგი მოქალაქეა, წარმოშობით სამეგრელოდანაა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მყარი სიმპათიითაც სარგებლობს. მაგრამ ეს სახვალიოდ არ იქნება საკმარისი.

- ამ თემებზე მსჯელობისას თქვენინტერპრესნიუსთანარა ერთხელ გაქვთ ნათქვამი - „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის გამოსავალია, „გამოსავლის ძიების მიმართულებით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პლებისციტი, უარეს შემთხვევაში - ვადამდელი არჩევნები“. თქვენი მოლოდინი როგორია - საქმე მივა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც სავარუდოდ 2022 წელს ჩატარდება?

- 2022 -ის შემოდგომაზე, დავაზუსტებ. მანამდე საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაა საჭირო და ცესკოს გადაკომპლექტება. მე არ ვურჩევდი პოლიტიკური სპექტრს ამის სახელდახელოდ და ფართხა-ფურთხით გაკეთებას.

ფაქტობრივად, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შანსი რეალურია. თუმცა, ჩვენ მთელი ნახევარი წელი გვაქვს დასაფიქრებლად, შემოდგომამდე. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს და ვადამდელი არჩევნების საკითხიც, ამ შეთანხმებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა უნდა გადაწყვიტოს.

ფაქტობრივად, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შანსი რეალურია

მე ვურჩევდი ენმ-ს, ნუ შეეცდებიან ხალხზე და საზოგადიოებაზე ფსიქოლოგიური წნეხის გზით მივიდნენ ვადამდელ არჩევნებამდე - ასეთ წნეხს ქართული საზოგადოება აღარ ემორჩილება.

„ოცნებას“ კი კიდევ ერთხელ ვურჩევ, რომ გაიხსენოს თავისი ამომრჩეველი, რომელიც აგერ უკვე 9 წელია, ყველაფრის მიუხედავად, მას აძლევს ხმას. აღადგინოს ხიდები საზოგადოებასთან და ნუ შემოიფარგლება შუკების და ორღობეების წინასაარჩევნოდ ჩამოვლით. ჩვენ, მოქალაქეები, ყველაფერ ამის გათვალისწინებით გადავწყვეტთ, გვინდა თუ არა და როდის, ვადამდელი არჩევნები.

- შეთანხმებაში საუბარია საარჩევნო სისტემასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ უკვე აქვთ გადადგმული ამ მიმართულებით ნაბიჯები.

მეტიც, ითვალისწინებენ ერთი მხრივ ეუთო/ოდირის, ხოლო მეორე მხრივ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება შეეცდება ამ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები სრულად არ გაითვალისწინოს.

თუ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივიდა, გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი შეასრულებს ამ თემებზე ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ვაშინგტონის რეკომენდაციებს?

- მმართველი გუნდი, ყველა შემთხვევაში, იძულებული იქნება შეასრულოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება და რეკომენდაციები. მართალი გითხრათ, ამ მიმართებით კობახიძე, თალაკვაძე და ღარიბაშვილი საიმედო ადამიანები არიან. ისინი არც იკადრებენ და ვერც გაბედავენ აღნიშნული, რის ვაივაგლახით მიღწეული, შეთანხმებების შეუსრულებლობას.

მმართველი გუნდი, ყველა შემთხვევაში, იძულებული იქნება შეასრულოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება და რეკომენდაციები

ისევ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ვურჩევდი პიროვნულ და ჯგუფურ ინტერესთა დაპირისპირებაზე ერთმანეთთან თქვან უარი, რის თაობაზეც, ბოლო დროს, ბევრი საუბარია.

ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფორმალურად წავიდა პოლიტიკიდან, როგორც მისი კეთილმოსურნე, შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში უახლოეს 5-10 წელიწადში ყველაფერზე პასუხისმგებელი მაინც ისაა და დისტანცირებას ყველაფრისგან, სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით