პენტაგონი - რუსეთს უკრაინის საზღვართან იმაზე მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე 2014 წელს

რუსეთს უკრაინის საზღვართან იმაზე მეტი ჯარი ჰყავს მობილიზებული, ვიდრე 2014 წელს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ეს მობილიზება, რა თქმა უნდა, უფრო დიდია, ვიდრე 2014 წელს, რაც ძალიან შემაშფოთებელია“ , - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თუმცა კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია.

მისი თქმით, რუსეთის მტკიცება, რომ ჯარების გადაადგილება წვრთნებში მონაწილეობის მიზნით ხდება, გაუგებარია.

”ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის განცხადება, რომ ეს ყველაფერი წვრთნებს ეხება. ჩვენთვის ბოლომდე გასაგები არ არის ის ფაქტი, რომ მიზანი სწორედ ეს არის,“- აღნიშნა ჯონ კერბიმ.

უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას დასავლეთი გმობს და მოსკოვს სიტუაციის დეესკალაციისა და ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს. რუსეთის ხელისუფლება კიევს პროვოკაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯარის გადაადგილება დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ