ლანჩხუთში, 50 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია და მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

„მამაკაცი ტყეში ნახეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს