დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა

კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი თაობა. თუმცა, მანვე მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, პანდემიის შემდეგ მიზნად დავისახოთ და განვახორციელოთ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამები, რაც მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადობის გაძლიერებას და ნახშირბადის დიოქსიდის შემცირებას. მსოფლიოს შეუძლია პროდუქტიულად გამოიყენოს COVID-19-დან გამოსვლის პროცესი და დააჩქაროს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. სწორედ ამან შესძინა წელს დედამიწის დღის აღნიშვნას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა.

ჰაერის დაბინძურება, როგორც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ისე მთელ ქვეყანაში შემცირდა, განაცხადა გარემოს დაცვის ერვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ: „ატმოსფრული ჰაერის დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა აზოტის ორჟანგის შემცველობა, რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირებასთან“ (20 მაისი, 2020). გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეგროვებული მონაცემები ჰაერის ხარისხის შესახებ, რომელთა მეთოდოლოგიური ანალიზი კავკასიის კვლევის რესურს ცენტრმა (CRRC) განახორციელა, ამტკიცებს, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ (30 მარტი, 2020) თბილისში ჰაერში შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა 45%-ით შემცირდა.

თუმცა, ეს მოკლევადიანი წარმატება უფროა ვიდრე გრძელვადიანი ტენდენცია. უკვე ათწლეულზე მეტია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა აქვეყნებს „სათბური გაზების ემისიის ტენდენციების ანგარიშს“ და აანალიზებს იმ განსხვავებას ემისიებს შორის, რომელიც უნდა იყოს 2030 წლისთვის და, რომელიც ფაქტობრივად არის პროგნოზირებული ამ პერიოდისთვის. 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად სათბური გაზების ემისიის „ხანმოკლე ვარდნისა“ ეკონომიკური საქმიანობის შესუსტების გამო პანდემიის შედეგად, მსოფლიო მაინც მოძრაობს ტემპერატურის 3 გრადუსიანი მატებისკენ, რაც საკმაოდ აღემატება პარიზის შეთანხმებით დადგენილ 1.5 გრადუსიან პროგნოზს. ფაქტობრივად, პირდაპირი კავშირი არსებობს გარემოს კრიზისს, კლიმატის ცვლილებასა და ახალ კორონავირუსს შორის. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ გლობალურმა დათბობამ გამოიწვია ისეთი ახალი, ზოონოზური ინფექციური დაავადებები, როგორიც არის COVID-19, რაც ნიშნავს, რომ ეს გლობალური პანდემია, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩვენი პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს ფაქტი ყველა ჩვენგანისთვის უნდა გახდეს მტკიცე და დაბეჯითებული მოწოდება მოქმედებისკენ.

როდესაც ვსაუბრობთ მდგრადობასა და კლიმატთან დაკავშირებულ ინოვაციურ მოსაზრებებზე, ისრაელი გამოდგება, როგორც მაგალითი და, როგორც გლობალური პრობლემების მოგვარების გზების ავტორი. ამ ქვეყნის არიდული ტერიტორია და წყლის მწირი რესურსები, მის სამეწარმეო და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულ სულისკვეთებასთან ერთობლიობაში, სწორედ ის ფაქტორებია, რომლებმაც ისრაელი გახადა ლიდერი გარემოსდაცვითი ინოვაციების სფეროში. წვეთოვანი ირიგაცია და მედეგი, მდიდარი კულტურების განვითარება მთელ მსოფლიოშია ცნობილი და საკმაოდ მაღალ დონეზეც არის შეფასებული ისრაელში შემუშავებული ტექნოლოგიების შემდეგ. გარდა ამისა, ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ბოლო მიმდინარეობის წინა ხაზზეა მდგრადობის ისეთ სფეროში, როგორიც არის, მაგალითად, ცხოველური პროტეინების ჩამნაცვლებლების წარმოება. ისრაელის ინოვაციურმა კომპანიებმა წარმატებას მიაღწიეს პროტეინის ლაბორატორიაში წარმოებაში, რომლის გარჩევა მაღალი ხარისხის ხორცისგან თითქმის შეუძლებელია. უფრო მეტიც, ნამდვილი ხორციც კი მიიღეს ლაბორატორიებში ცხოველური უჯრედებისგან.

გარდა ამისა, ისრაელი წყლის დიდი კვლავმწარმოებელია. იგი რეკორდსმენია წყლის ხელმეორედ გამოყენებაში, ამუშავებს რა ჩამდინარე წყლების 90%-ს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. მას აქვს წყლის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ეროვნული სისტემა. ქვეყანაში სასმელი წყლის 80% მინერალებისგან გაწმენდილი მლაშე წყალია. გატყიანების საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილებამ ქვეყანა გახადა ლიდერი ნახევრად არიდული ტერიტორიების გატყიანებაში. ეს კი ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომლის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ხეების ფართომასშტაბიანი დარგვა და ბუნების გადარჩენაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანი გახდება, როგორც კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შემამსუბუქებელი მეთოდები.

ისრაელის საელჩოები მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღნიშნავენ დედამიწის დღეს. როგორც ყოველ წელიწადს, წელსაც ისრაელის დიპლომატური მისიები დაიწყებენ ამ თარიღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიას და ყურადღებას გაამახვილებენ პრობლემების მოგვარების ბევრ ინოვაციურ და მაღალი დონის თანამედროვე გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ქვეყანამ მიიღო. იქნება ეს სათემო ბაღის გახსნა პეკინში, სანაპიროების დასუფთავება ესპანეთში, საგანმანათლებლო საქმიანობები ბიოლოგიისა და მდგრადი განვითარების ახალი კურსდამთავრებულებისთვის რუანდაში თუ ონლაინ შეხვედრები დელიში იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო ისრაელმა, რომ დიდი დანაკარგების გარეშე გამოსულიყო პანდემიიდან, ისრაელის დიპლომატები ნამდვილად იქნებიან წლევანდელი დედამიწის დღის აღნიშვნის წინა ხაზზე.

ისრაელს აქვს გამორჩეული აქტივები, რაც ნიშნავს რომ მას აქვს შესაძლებობა გამორჩეული წვლილი შეიტანოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისათვის საჭირო პროგრამების განხორციელებაში. მისი მაღალი ტექნოლოგიები და ათწლეულების განმავლობაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება იმ მკაცრ ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების შედეგია, რომელთა წინაშე ისრაელი აღმოჩნდა მისი სახელმწიფოებრიობის პირველივე დღეებში. სწრედ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანამ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მიიღო, შესაძლოა, დღეს მთელ მსოფლიოს დაეხმაროს.

დღეს საქართველო ემზდება, აღნიშნოს სახელმწიფოდ მეორედ შედგომის 30 წლისთავი და ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, რომ ეკოლოგიური ცნობიერება ყოველთვის დიდ როლს თამაშობს და განუყოფელია დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევისკენ ქვეყნის ისტორიული სწრაფვისგან. ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, MASHAV, საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და ტრენინგი ჩაუტარა 1.500 ქართველ ქალსა და მამაკაცს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობა, წყლის გაწმენდა, სუფთა და განახლებადი ენერგია და სხვა, რომლებიც ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

თავსდატეხილ გაჭირვებასთან და სირთულეებთან ერთად, კორონავირუსმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ წინსვლის ჩვენს მიერ არჩეული გზები. ისრაელს აქვს სურვილი, საკუთარი გამოცდილება და ცოდნა (ნოუ-ჰაუ) გაუზიაროს მის ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს. ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს და ყველამ ერთად ერთად უნდა ვიმუშაოთ მის გადასარჩენად.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით