ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც ქობულეთის მერიაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული, ისინი კლინიკაში იმყოფებიან.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქობულეთის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი. წაქცეულმა ევკალიპტის ხემ, ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაკეტა, ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან და გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში ერთ საცხოვრებელ სახლს ხე დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა