დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე

COVID-19 პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დისტანციური სასესხო პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, რათა მომხმარებელმა ხარისხიანი მომსახურება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიიღოს. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა კომპანია „ემბისიმ“, ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალ სასესხო პროდუქტს - დისტანციურ ავტო სესხს განავითარებდა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს 2000-დან 7500 ლარამდე სესხის დამტკიცება სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ და მხოლოდ მარტივი იდენტიფიკაციის პროცედურის გავლითა და მონაცემების შევსებით დისტანციურად შეუძლიათ. ავტო სესხის დამტკიცების დრო კი მაქსიმუმ 30 წუთია. ამასთან, „ემბისიმ“ სერვისი იმდენად გაამარტივა, რომ მისით სარგებლობა მობილური ვერსიითაც არის შესაძლებელი.

„ემბისის“ დაკრედიტების დირექტორი გიორგი ღვალაძე განმარტავს, რომ პანდემიის გამო, დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და შესაბამისად, კომპანიამ შექმნა უსაფრთხო, სწრაფი და მარტივი სერვისი, რომელიც მომხმარებლებს კომფორტს შეუქმნის.

„მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, შევქმენით დისტანციური სასესხო პროდუქტი. დაინტერესებულ პირებს საშუალებას ვაძლევთ, ჩვენი პროდუქტით ოფისში მოსვლის გარეშე ისარგებლონ. 30 წუთში, სწრაფად და გამარტივებული პროცედურებით მოხდება განაცხადების განხილვა და დამტკიცება. "ემბისის" გუნდი უწყვეტად მუშაობს დისტანციური და ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ სიახლეების შემომტანი მიკროსაფინანსო ბაზარზე“, - აღნიშნა დაკრედიტების დირექტორმა გიორგი ღვალაძემ.

დაინტერესებულ პირებს სესხის განაცხადის შევსება შეუძლიათ მისამართზე: distance.mbc.com.ge, ხოლო ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, “ემბისის“ წარმომადგენელი სერვისის დეტალებს პირადად გაგაცნობთ.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა