აჭარაში კორონავირუსის გამო, ექვსი სკოლა ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას

აჭარაში კორონავირუსის გამო, ექვსი სკოლა ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კორონავირუსის გავრცელების გამო, რეგიონში საჯარო სკოლების 29 კლასი დისტანციურ რეჟიმში სწავლობს.

აღნიშნული სკოლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშია.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა, მათ შორის ერთი ხვალ გაიხსნება.

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2785 პირმა გაიკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა