გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე - ეს ადამიანი დილა-საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოაღწია

ის არის ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, დილა- საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოაღწია - საქართველოში მისი ჩამოსვლა რა სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას გამოიწვევს, კარგად ვიცით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი თანაგუნდელებს მოუწოდებს მელიას გათავისუფლების შემდეგ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ, თავად კი თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.

მაჭარაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, ჩამოყალიბდნენ, ვინ არის მათი ლიდერი.

"კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ დადასტურდა ის, რომ "ქართული ოცნება" ყოველთვის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად სუბიექტური მოსაზრებებისა, ხოლო „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის თავისი ინტერესებით განპირობებული, მიუხედავად იმის თუ რა არის სახელმწიფო ინტერესი. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ბუნებრივია, რომ საქართველოში მის განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას გუშინ არ მოსწონდა არც 43 პროცენტი, არც დოკუმენტზე ხელმოწერა, არც პარლამენტში შესვლა, დღეს განსხვავებულ მოსაზრებებს ავრცელებს და ერთიც უნდა ითქვას, რომ პრინციპში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მოსაზრებები, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში არ არის სერიოზული და არც შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. "ნაცმოძრაობაში" თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ვინ არის მათი ლიდერი ფორმალური თუ არაფორმალური, დე ფაქტო თუ არადეფაქტო. ისაა ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, დილა- საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოაღწია საქართველოში. საქართველოში მისი ჩამოსვლა რა სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას გამოიწვევს, ეს კარგად ვიცით. თუ სურვილი აქვს ჩამოსვლის, ყოველგვარი განცხადებების გარეშე შეუძლია, რომ ჩამოვიდეს, აქ დახვდება არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი აღსრულება მოხდება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო