გიორგი ვაშაძე - ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ხოლო რადგან  ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე უარს ამბობს,  ამნისტიის კანონი  დარეგისტრირდება

გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, მედიატორ შარლ მიშელთან „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი.

„დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპელმენტაციაზე გვქონდეს საქმე და ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვაშაძის თქმით, რადგან ის უარს აცხადებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება.

„ველოდები გიორგი რურუას შეწყალებას, ამაზე საუბარი გვქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი. პირადად ვაცხადებ, რომ ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდეს. მანამდე ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მოვუწოდებ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ხოლო რადგან  ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე უარს ამბობს,  ამნისტიის კანონი  დარეგისტრირდება

გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, მედიატორ შარლ მიშელთან „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი.

„დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპელმენტაციაზე გვქონდეს საქმე და ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვაშაძის თქმით, რადგან ის უარს აცხადებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება.

„ველოდები გიორგი რურუას შეწყალებას, ამაზე საუბარი გვქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი. პირადად ვაცხადებ, რომ ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდეს. მანამდე ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მოვუწოდებ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს