გიორგი ვაშაძე - საბოლოო ჯამში ყველა პარტია მოაწერს შეთანხმებას ხელს, უბრალოდ, მცირე სიჯიუტეს აქვს ადგილი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მედიატორის მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს საბოლოოდ ხელს მოაწერს და პარლამენტში შევა. როგორც ვაშაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ეტაპზე დოკუმენტზე ხელის არმოწერა „მცირედი გაჯიუტების გამოა“.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ეს პარტია საბოლოო ჯამში პარლამენტში იქნება. ყველა ეს პარტია მოაწერს შეთანხმებასაც ხელს და ყველაფერი იქნება, უბრალოდ, მცირე სიჯიუტეს აქვს ადგილი“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, სალომე სამადაშვილმა დოკუმენტზე ხელის მოწერით ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ხედავს, რომ დადგა დრო, დასავლური, ევროპული, ეროვნული ტიპის შეთანხმებას ხელი მოაწერო. რაც შეეხება განცხადებებს, ვთხოვ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, უმრავლესობაში ყველა კოლეგას, რომ აღარ არის კინკლაობის და ლანძღვა-გინების დრო, ვაჩვენოთ დღეიდან ქვეყანაში ევროპული კულტურა, რომ ლანძღვა-გინებას ანაცვლებს კამათი და დებატები კონკრეტულ საკითხებზე. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, შეიძლება ვინმემ ხელი არ მოაწეროს და არ შემოვიდეს და მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, ეს მისი პოზიციაა და პატივს ვცემ“,-განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყოფილ წევრს, თაკო ჩარკვიანს, ვაშაძე პარლამენტში მის შესვლასაც არ გამორიცხავს. „როგორც გავიგე, მან ბლოკი დატოვა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ, საბოლოო ჯამში, მასაც პარლამენტში ვიხილავთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ორბელიანების სასახლეში მოეწერა ხელი. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!