USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

USAID -თან თანამშრომლობის ფარგლებში, ფინკა ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თანადაფინასების თანხა (პროექტის ღირებულების 60% პროცენტი) მარტივად და შეღავათიან ფასად აიღონ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME)[1] შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

ფინკა ბანკი მზადაა მხარი დაუჭიროს სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ პირებს და USAID -თან თანამშრომლობის ფარგლებში, არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თანადაფინასების თანხა მარტივად და შეღავათიან ფასად აიღონ.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა