მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, დებატები გაიმართა თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დებატებისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაში გამოიხატება.

„რუსეთის ფედერაცია მის დესტრუქციულ მოქმედებებს აგრძელებს. ოკუპირებული რეჟიმების მიერ ხორციელდება მოქალაქეთა გატაცება და უკანონო დაკავებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ამჟამად, ოკუპირებული რეჟიმის მიერ არაერთი ადამიანია უკანონოდ დაპატიმრებული, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. აღსანიშნავია, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საქმე, რომელსაც მისჯილი აქვს 12 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2020 წლის 11 ივლისს, უკანონოდ დააპატიმრეს. ეს ინცინდენტი არის დადასტურება, იმისა, რომ რუსეთი არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკაშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე ისაუბრა ირაკლი ბებუას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბერს ,,აფხაზეთის დროშის“ დაწვისთვის უკანონოდ დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ზაზა გახელაძის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ, რაშიც ევროპელი პარტნიორების აქტიური და ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს