„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”

“პსპ დაზღვევამ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სრულიად ახალი სერვისი -„პერსონალური მენეჯერი“ დანერგა, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ და პრივილიგირებულ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას დაზღვეულის სურვილისამებრ.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც ცხოვრების რიტმი საკმაოდ სწრაფი და დატვირთულია, აუცილებელია, რომ გვქონდეს ნებისმიერი, მათ შორის სადაზღვევო მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა. პერსონალური მენეჯერის დახმარებით, სადაზღვევო პროცესები კიდევ მეტად მარტივდება, რაც დაზღვეულს უზოგავს დროს და საშუალებას აძლევს კომფორტული სერვისი სწრაფად და მარტივად მიიღოს.

პერსონალური მენეჯერის მომსახურება გულისხმობს სადაზღვევო პროცესის სრულ ადმინისტრირებას და აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიც არის - ,ექიმთან ვიზიტის ორგანიზება, სატელეფონო დახმარება და კონსულტირება, რეფერალის ორგანიზება; სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, ონლაინ ანაზღაურება, კურიერის მომსახურების ორგანიზება, მიმართვების გაცემა (სპეციალისტის კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მედიკამენტები) და ა.შ. ჩამოთვლილი სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა, განაპირობებს დღევანდელობის ყველაზე ღირებულის და ძვირფასის - დროის დაზოგვას, სადაზღვევო პროცედურების რუტინის თავიდან აცილებას და პრივილეგირებული და ექსკლუზიური სერვისებით სარგებლობის შესძლებლობას. პერსონალური მენეჯერის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა პსპ დაზღვევით მოსარგებლეს შესაბამისი განაცხადის მარტივად შევსებით.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს განსხვავებულ სერვისებს და ახლ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

(R)

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია